NEW-დოდონა-ახვლედიანი

დოდონა ახვლედიანმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი  დაამთავრა  და მოგვიანებით სწავლა  ნ. პიროგოვის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში კარდიოლოგიის მიმართულებით განაგრძო.

დოდონას კარდიოლოგად და ექოკარდიოსკოპისტად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.  სხვადასხვა დროს სტაჟირება გაიარა  თურქეთში ქ. ერზურუმში  “ათათურქის  სახელობის საუნივერსიტეტო  კლინიკასა” და ქ. სამსუნში “19 მაისის უნივერსიტეტის საავადმყოფოს” კარდიოლოგიურ დეპარტამენტებში, ასევე  იტალიაში ქ. ნოვარაში “სან გაუდენციოს სახელობის კლინიკაში” გაირა  ექოკარდიოსკოპიის კურსი.  უცხოეთში,  სხვადასხვა კლინიკაში  მოღვაწეობის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებულმა მუშაობა კლინიკა „ჰელსიკორსა“ და მცხეთის სამედიცინო ცენტრში განაგრძო. ამჟამად იგი ლევან ქარაზანიშვილის კარდიოქირურგიული გუნდის წევრი გახლავთ  და ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში  კარდიოლოგისა და ექოკარდიოსკოპისტის პოზიციას იკავებს.
 
დოდონა ახვლედიანს 50-მდე  სხვადასხვა საერთაშორისო  თუ ადგილობრივ კონფერენციასა  და  სემინარში აქვს მონაწილეობა მიღებული. მათ შორისაა: „ESC congress Barcelona 2017” (ბარსელონა, ესპანეთი); “ESC congress Munich 2018” (მიუნხენი, გერმანია); „2-nd International Medical Student Congress” (თურქეთი, სამსუნი); ESC congress Paris 2019 ” (პარიზი, საფრანგეთი). იგი არის ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის და საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის წევრი

დოდონა ახვლედიანი

კარდიოლოგი