1new_გიორგი ანჩაბაძე

გიორგი ანჩაბაძემ თავდაპირველად  სამკურნალო ფაკულტეტის სრული კურსი გაიარა, ზოგადი პროფილის ექიმის სპეციალობით,  შემდეგ გულ-სისხლძარღვთა ქირურგიას დაეუფლა ორდინატურისა და ასპირანტურის საფეხურზე. გიორგი ანჩაბაძემ კვალიფიციური განათლება მიიღო ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის პროფილითაც. 2012 წელს საქართველოში  მედიცინის დოქტორად აღიარეს.

დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია, რომელიც გულის თანდაყოლილი მანკებით დაავადებულ ახალშობილთა და ერთწლამდე ბავშვთა გადაუდებელი კარდიოქირურგიის თემის ნაწილია და ჩართულია სამეცნიერო ცენტრის კვლევითი სამსახურის გეგმაში. გიორგის  დისერტაციაში მიღებული პრაქტიკული რეკომენდაციები წარმატებით გამოიყენება პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის ქვეყნების წამყვან კარდიოქირურგიულ კლინიკებში.

გიორგი ანჩაბაძე გახლავთ მრავალი პუბლიკაციის ავტორი თავის საკანდიდატო თემაზე, ასევე არის ათობით  სტატიის ავტორი თავის არასაკანდიდატო თემასა და სადოქტორო თემატიკაზე. გახლავთ რამდენიმე სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

გიორგი ანჩაბაძე წლებია რაც ლევან ქარაზანიშვილის კარდიოქირურგიული გუნდის წევრია და წარმატებით ახროციელებს ოპერაციებს საქართველოს წამყვან კლინიკებში

გიორგი ანჩაბაძე

კარდიოქირურგი