1new_გუბაზ-კორძაია

გუბაზ კორძაიამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა. წლების განმავლობაში მუშაობდა ანესთეზიოლოგ–რეანიმატოლოგად კლინიკა „ჰელსიკორში“ და მის უფლება–მოვალეობებში შედიოდა: კარდიოქირურგიული, ანგიოქირურგიული, ენდოკრინული ოპერაციების, არითმოლოგიური ჩარევების ანესთეზიოლოგიური მხარდაჭერა და ა.შ.

იგი ამასთანავე 7 წლის განმავლობაში  მოღვაწეობდა კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ რეანიმაცია–ანესთეზიის უმცროსი ექიმის პოზიციაზე. იგი ამ პერიოდის განმავლობაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ სხვადასხვა მანიპულაციას ასრულებდა და გადაუდებელ  სიტუაციებში იღებდა მონაწილეობას.

გუბაზ კორძაია 9 წელზე მეტი მუშაობდა ღუდუშაურის ეროვნულ სამედიცინო კლინიკაში ქირურგის ასისტენტის პოზიციაზე.  იგი რამდენიმე წლის წინ შემოურთდა ლევან ქარაზანიშვილის კარდიოქირურგიულ გუნდს და ამჟამად ივანე  ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალის ანესთეზიოლოგ–რეანიმატოლოგი გახლავთ.

გუბაზ კორძაია

ანესთეზიოლოგ - რეანიმატოლოგი