ირაკლი გოგოხია საერთაშორისო დონის სპეციალისტი გახლავთ, რომელიც საქართველოსა და  ისრაელში მოღვაწეობს. ამჟამად იგი, ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორი და, ამავდროულად,  კარდიოანესთეზიისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელია.


ანესთეზიოლოგმა საქართველოში მედიცინის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, ისრაელის „ხაიმ შებას სახელობის სამედიცინო ცენტრში“  ჯერ კარდიო ანესთეზია–რეანიმაციისა და კლინიკური ანესთეზიის  სპეციალიზაციის    კურსები,   შემდეგ კი  რეზიდენტურა გაიარა.

იგი  გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“  ექიმ–ანესთეზიოლოგ–რეანიმატოლოგად. ამასთანავე, 2014 წლიდან მოღვაწეობდა ისრაელ–საქართველოს სამედიცინო  კვლევით ცენტრ  – „ჰელსიკორში“

ირაკლი გოგოხია

კარდიოანესთეზიისა და ინტენსიური თერაპიის დეპარ. ხელმძღვანელი