keti dzigua

ქეთი ძიგუა  ლევან ქარაზანიშვილის კარდიოქირურგიულ გუნდს 1 წლის წინ შემოუერთდა და ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალის კარდიოქირურგიული დეპარტმანეტის  ხელმძღვანელის  ასისტენტის პოზიცია დაიკავა. სწორედ იგი უზრუნველყოფს ოპერაციების დაგეგმვას, პაციენტების კონსულტაციაზე  ჩაწერის პროცედურას, ქალაქგარეთ კონსულტაციებისა თუ შეხვედრების ორგანიზებას, სტაციონარული და ამბულატორიული პაციენტების მონაცემების წარმოებას, პაციენტების ნათესავებთან  კომუნიკაციას.


იგი  2017-2018 წლებში სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ სერვისის ადმინისტრატორი გახლდათ და მის უფლება – მოვალეობებში შედიოდა: პაციენტისთვის პირველადი ინფორმაციის მიწოდება,  კლინიკაში არსებული წესებისა და პროცედურების გათვალისწინებით შესაბამის განყოფილებაში გადამისამართება, მომსახურების დროს შეფერხების არსებობის შემთხვევაში  პაციენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება, პრობლემური სიტუაციების მართვა. გავლილი აქვს ტრენინგი–კურსი „სერვის პლუსი“.
იგი სხვადასხვა დროს ესწრებოდა კარდიოქირურგიის თემატიკისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონგრესებს, მათ შორის: “Progress in cardiology and cardiovascular Surgery” (Romania, Cluj-Napoca);  “The 15 th national congress of the Romanian society  of cardiovascular surgery” (Romania, Bucharest)

ქეთი ძიგუა

კარდიოქირურგის ასისტენტი