1new_ლევან-აროშიძე

ლევან აროშიძემ  სამედიცინო სკოლა „აიეტი“ დაამთავრა. 2011 და 2013 წლებში  კი სერტიფიცირება გაიარა ინტენსიური თერაპიისა და კარდიოქირურგიის სფეროში.

ლევან აროშიძეს კარდიოქირურგიასა და ინტენსიურ თერაპიაში  მრავალწიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს, როგორც ქართულ, ასევე გერმანიისა და ესტონეთის კლინიკებში.  კარდიოქირურგის ასისტენტად  მუშაობდა   ტალინში,  “ჩრდილოეთ ესტონეთის სამედიცინო ცენტრში” (North Estonia Medical Centre)   და ამავე პოზიციასვე იკავებდა   გერმანიაში, “შუხტერმანის”  კლინიკაში. 

 ექიმი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა „მედიქლაბის“ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დეპარტამენტში.  2007-დან 2009 წლამდე იყო უფროსი ექიმი ყიფშიძის საუნივერსიტეტო კლინიკის ინტენსიური თერაპიისა და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში. ის აგრეთვე გახლდათ იაშვილის ბავშვთა კლინიკის  ინტენსიური თერაპიის უფროსი ექიმიც.
ლევან აროშიძე წლებია,რაც ლევან ქარაზანიშვილის კარდიოქირურგიული  გუნდის წევრი გახლავთ და  დღემდე  წარმატებით ახორციელებს კარდიოქირურგიულ ოპერაციებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.  

ლევან აროშიძე

კარდიოქირურგი