ლევან-ქარაზანიშვილიNEW

ლევან ქარაზანიშვილი ევროპაში 20-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ დაბრუნებული კარდიოქირურგია, რომელიც სამედიცინო სფეროში უახლეს და ინოვაციურ მეთოდებს ნერგავს, სწორედ ამიტომ  მას ევროპის წამყვანი კლინიკებიდან პერიოდულად იწვევენ განსაკუთრებული სირთულის ოპერაციების გასაკეთებლად. 

ლევან ქარაზანიშვილს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. საქართველოში მიღებული სამედიცინო განათლების შემდეგ, მან სწავლა ჯერ  ბაკულევის ეროვნულ სამედიცინო კვლევით ცენტრში  (კარდიოვასკულარული ქირურგიის დარგში), შემდგომ კი  იტალიაში, ტურინის უნივერსიტეტში  განაგრძო,სადაც მიენიჭა ექიმი-ქირურგის სტატუსი. კარდიქირურგიაში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების შესასწავლად  საფრანგეთში, რუანის სამედიცინო სასწავლო ცენტრში გაიარა ტრენინგ კურსი ცნობილ ფრანგ პროფესორ  Alain Cribier-თან.

ლევან ქარაზანიშვილს აქვს 25-წლიანი  გამოცდილება  კარდიოქირურგიაში და ამჟამად იგი მოღვაწეობს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ის  ხელმძღვანელობს ივ.ბოკერიას სახელობის  ჰოსპიტალის  კარდიოქირურგიულ დეპარტამენტს. ასევე გახლავთ  ქუთაისის სამედიცინო კლინიკა „LG”-სა და ბათუმის ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ კარდიოქირურგიული დეპარტამენტის მოწვეული სპეციალისტი.

ლევან ქარაზანიშვილს აქვს უცხოურ კლინიკებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 1998-2014 წლებში მან იმუშავა იტალიაში, კლინიკა „სან გაუდენზიო ნოვარაში“ (San Gaudenzio Novara)  კარდიოქირურგად და ასევე გახლდათ მინიინვაზიური  განყოფილების ხელმძღვანელი.

2011 წლიდან დღემდე კი ლევან ქარაზანიშვილი არის  რუმინეთში, ბუქარესტში,  “Spitalul Monza” საავადმყოფოში, ასევე ნ.სტანჩოუს გულის ინსტიტუტში ( Nicolae Stăncioiu Heart Institute) მიწვეული სპეციალისტი და რუმინელი ქირურგების მომზადება–გადამზადების სასწავლო კურსის ხელმძღვანელი.

ლევან ქარაზანიშვილმა საქართველოში დაბრუნებისას კარდიოქირურგიული გუნდი შექმნა, რომელსაც ამ დრომდე ხელმძღვანელობს.   მისი გუნდის მიერ წელიწადში ჩატარებული ოპერაციების რიცხვი საშუალოდ 500-სს უდრის. კარდიოქირურგის 25-წლიანი გამოცდილება სამედიცინო სფეროში კი  სულ 15000-ზე მეტ ოპერაციას ითვლის.

ლევან ქარაზანიშვილი

კარდიოქირურგი, კარდიოქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი