ყველა სიახლე

ლევან ქარაზანიშვილთან კონსულტაციები განახლებულია

ლევან ქარაზანიშვილთან კონსულტაციის მსურველთა საყურადღებოდ!კარდიოქირურგი პაციენტთა მიღებას ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში (მის: ქინძმარაულის შესახვევი 1) ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

კონსულტაციის მსურველებმა აუცილებელია წინასწარ შეავსოთ ონლაინ ვიზიტის დაჯავშნის ფორმა მითითებულ ბმულზე,   ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 551 40 88 88.

აგრეთვე გაცნობებთ, რომ სასწრაფო–გადაუდებელ ოპერაციებს კარდიოქირურგი, ჩვეულებისამებრ, ატარებს.  გეგმიური კარდიოქირურგიული ოპერაციების ჩატარება  დროებით შეჩერებულია.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში,  გთხოვთ, მოგვწერეთ ფეისბუკ გვერდის პირად შეტყობინებებში.

გაცნობებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად ივ.ბოკერიას სახელობის  ჰოსპიტალში ყველა საჭირო ზომა დაცულია.
ძვირფასებო პაციენტებო, გთხოვთ, დაიცვათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები.