1new_ლიკა-ნამგალაძე

ლილი ნამგალაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი დაამთავრა და სწავლა ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიულ ცენტრში გააგრძელა, შემდეგ კი სტაჟირება ერევნის სამედიცინო  უნივერსიტეტში მიკრო-ქირურგიის მიმართულებით გაიარა.

2013 -2015 წლებში  ბაკულევის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიულ ცენტრში  ექიმი-ორდინატორის პოზიციას იკავებდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ისრაელი-საქართველოს კვლევით კლინიკა „ჰელსიკორსა“ და მცხეთის სამედიცინო ცენტრში  დაიწყო კარდიოლოგად მუშაობა. ასევე გაირა  ექოკარდიოსკოპიის კურსი- იტალიაში ქ. ნოვარაში “სან გაუდენციოს  სახელობის კლინიკაში“.   რამდენიმე წლის წინ იგი შეუერთდა ლევან ქარაზანიშვილის კარდიოქირურგიულ გუნდს და ამჟამად კარდიოლოგისა და ექოკარდიოსკოპისტის პოზიციას იკავებს  ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალის კარდიოქირურგიულ დეპარტამენტში.
კარდიოლოგს 30-მდე  სხვადასხვა საერთაშორისო  თუ ადგილობრივ კონფერენციასა  და  სემინარში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის: „ESC congress Barcelona” (ბარსელონა, ესპანეთი); “ESC congress Munich 2018” (მიუნხენი, გერმანია);  „ESC congress Paris” (პარიზი საფრანგეთი)

ლილი ნამგალაძე

კარდიოლოგი