1new_ნინო-ყურაშვილი

ნინო ყურაშვილი ივანე  ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალის პერფუზიის სამსახურის ხელმძღვანელი გახლავთ და მის სრულ ისტორიაში 2000-მდე კარდიოქირურგიული ოპერაცია ფიქსირდება, რომლის ფარგლებშიც იგი უზრუნველყოფდა პაციენტის სხეულის ქსოვილებში სისხლის ნაკადის შენარჩუნებას, აგრეთვე სისხლში ჟანგბადისა თუ ნახშირორჟანგის დონის რეგულირებასა და პერფუზიასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან პროცედურებს. მას აღნიშნულ სფეროში 5-წლიანი  გამოცდილება აქვს, ამასთანავე, სხვადასხვა დროს უმუშავია კარდიოლოგისა და კარდიოექოსკოპისტის პოზიციაზე.

აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა (რესპუბლიკური საავადმყოფო), ჯოენის სამედიცინო ცენტრი, ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო კლინიკა, ჰელსიკორი –  ეს იმ სამედიცინო დაწესებულებათა ჩამონათვალია, სადაც პერფუზიოლოგი სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა.

ნინო ყურაშვილმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტი დაამთავრა, სწავლა კი იტალიაში, ქალაქ ნოვარას პერფუზიის სკოლაში გააგრძელა

ნინო ყურაშვილი

პერფუზიის სამსახურის ხელმძღვანელი