ყველა სიახლე

რა საკვები მივიღოთ იმუნიტეტის გასაძლიერებლად?

კორონავირუსის გავრცელების პერიოდში ერთ–ერთი აქტუალური საკითხია –  რა მივირთვათ?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საკვების სწორად შერჩევის რეკომენდაციები გამოაქვეყნა.
არ მივიღოთ უმი საკვები, მხოლოდ თერმულად დამუშავებული პროდუქტი მივირთვათ .
ექიმები გვირჩევენ, რომ კვების რაციონი ძირითადად  ცილოვანი საკვებით გავამდიდროთ. ვირუსის გავრცელების პერიოდში განსაკუთრებით სასარგებლო პროდუქტების სია კი ასე გამოიყურება: ლიმონი, ქაცვი, შინდი, მოცხარი, დაკეპილი კომბოსტოს მწნილი, ხახვი, ნიორი, ხაჭო, კვერცხი. ეს პროდუქტები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, იმუნიტეტის გაძლიერებაში დაგვეხმარება.
არ იყიდოთ დახლზე ღიად დალაგებული ხილი და  ბოსტნეული. მათი სარეცხი საშუალებებით დამუშავება სასურველი არ არის, შესაძლოა, ინტოქსიკაცია გამოიწვიოს.

პური, ხილი და ბოსტნეული უმჯობესია ჰერმეტულად შეფუთული სახით შეიძინოთ. მნიშვნელოვანია მიიღოთ სითხეები, მათ შორის წყალიც, მაშინაც კი,  თუ წყურვილის გრძნობა არ გაქვთ.
ხორცის პროდუქტები თერმულად კარგად დაამუშავეთ. მიიღეთ მცენარეული ცილები (მაგალითად, ოსპი, ლობიო). შეზღუდეთ ცხიმისა და შაქრის გამოყენება. კვების კონტროლთან ერთად,  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა, ზრდასრულმა ადამიანებმა დღეში, სულ მცირე, ნახევარი საათი დაუთმონ  ვარჯიშს   ან ფეხით სიარულს. ბავშვებისთვის კი ეს, სულ მცირე, 1 საათს უნდა შეადგენდეს.

წყარო: shorturl.at/enDL0