ყველა სიახლე

როგორ მუშაობს ჯანდაცვის სამინისტროს აპლიკაცია – Stop Covid?

აპლიკაცია STOP COVID

ჯანდაცვის სამინისტროს აპლიკაცია  – STOP COVID  დაგეხმარებათ იმის დადგენაში,  ხომ არ გქონდათ კონტაქტი კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთან ქუჩაში, სუპერმარკეტსა თუ სხვა თავშეყრის ადგილებში.

როგორ მუშაობს?

აპლიკაცია გადმოწერისა და დაინსტალირების შემდეგ რეგისტაციას არ მოითხოვს. შესაბამისად მომხმარებელი არ უთითებს პირად ინფორმაციას. Stop Covid არ ინახავს თქვენს კოორდინატებს,  ადგილმდებარეობის განმსაზღვრელ რაიმე ტიპის ინფორმაციას.

Bluetooth-ის, GPS–სა  და სხვა ტექნოლოგიების საშუალებით,  აპლიკაცია თქვენ მიმდებარედ    არსებულ მობილურ ტელეფონებს  აფიქსირებს. აპლიკაციის მომხმარებლებს შორის ინტერაქციის შესახებ ინფორმაცია – კონტაქტის თარიღი, გარკვეული ხანგრძლივობისა (15 წუთზე მეტი) და დისტანციის მქონე შემთხვევები (2 მეტრზე ნაკლები), დაშიფრული სახით, ინახება ადგილობრივად, მომხმარებლების აპლიკაციაში.

თუ აპლიკაციის მქონე  რომელიმე ადამიანს დაუდასტურდება COVID-19, თავისი სურვილისამებრ,  გაამჟღავნებს აღნიშნულ ინფორმაციას აპლიკაციის საშუალებით.  შეტყობინება მიუვა იმ ადამიანებს,  რომელთაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კონტაქტი ჰქონდათ აღნიშნულ დადასტურებულ შემთხვევასთან, აპლიკაციის საშუალებით, მიიღებენ გაფრთხილებას, ინსტრუქციით – დარჩნენ თვითიზოლაციაში და დაუყოვნებლივ მიმართონ შესაბამის ორგანოებს.

როგორ გადმოვიწერო აპლიკაცია?

აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის, ისე   iOS-ის მომხმარებლებისთვის.
აპლიკაცია ავსტრიულმა კომპანიამ შეიმუშავა და მისი გამოყენება სრულიად უფასოა.
ლევან ქარაზანიშვილის კარდიოქირურგიული გუნდი მოგიწოდებთ ყველას, რომ დარჩეთ სახლში. გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლესა და ჯანრმთელობას!