1new_რუსუდან-ვასაძე

რუსუდან ვასაძე წლების განმავლობაში ისრაელ-საქართველოს სამედიცინო-კვლევით  კლინიკა “ჰელსიკორში“  კარდიოქირურგიული დეპარტამენტის საოპერაციო მედდისა და კარდიოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მედდის პოზიციებს იკავებდა.
ამჟამად იგი ლევან ქარაზანიშვილის კარდიოქირურგიული გუნდის წევრი გახლავთ და ივანე ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში საოპერაციო მედდის პოზიციაზე მუშაობს.

რუსუდანს გავლილი აქვს  სამედიცინო სასწავლებლის სრული კურსი – სამეანო საქმის სპეციალობით. ამასთანავე,  წარმატებით  მონაწილეობს სამედიცინო სფეროში არსებულ სხვადასხვა ტრენინგსა  თუ ექთნების გადამზადების კურსებში.

რუსუდან ვასაძე

საოპერაციო მედდა