მომსახურება

შუნტირება

shuntirebis operacia

ვიზიტის დაჯავშნა

შეავსეთ ფორმა ექიმთან ჩასაწერად


რას გულისხმობს შუნტირების ოპერაცია?

კორონარული არტერიების ათეროსკლეროზი, (იგივეა რაც გულის იშემიური დაავადება ან გულის კორონარული დაავადება) ერთერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მთელ მსოფლიოში, სწორედ ამიტომ შუნტირების ოპერაციაც  საკმაოდ ხშირად ტარდება სამედიცინო დაწესებულებებში.

კორონარებში, გულის მკვებავ არტერიებში, ჩალაგებული ათეროსკლეროზული ფოლაქები სანათურს ავიწროებს და დროთა განმავლობაში მთლიან დახშობას იწვევს, გულს ნაკლები სისხლი მიეწოდება, რასაც საბოლოოდ გულის შეტევამდე(სტენოკარდია) და ინფარქტამდე მივყავართ(გულის კუნთის კვდომა). დახშულ და შევიწროებულ სისხლძარღვებში გამტარობის აღდგენა,  სპეციალური სტენტის ჩადგმითაა შესაძლებელი, თმცა მრავალსისხლძარღვოვან და უფრო მძიმე შემთხვევებში კი გულის სისხლით მომარაგების აღსადგენად სისხლძარღვებს დამატებით, შემოვლით გზების შექმნა ხდება საჭირო, რომელიც მხოლოდ ქირურგიული წესითაა შესაძლებელი.

აორტო-კორონარული ვენური შუნტირება

შუნტირების ტრადიციული მეთოდით- აორტო-კორონარული ვენური შუნტირების  ჩატარებისას გულს აჩერებენ და პაციენტი გადაჰყავთ ხელოვნური სისხლის მიმოქცევის აპარატზე. სისხლის შემოვლითი გზის შესაქმნელად კი მისი ფეხიდან აღებულ ვენის ფრაგმენტებს იყენებენ. ტრადიციული მეთოდით ჩატარებული შუნტირების შემთხვევაში განაკვეთის სიგრძე 20-30 სანტიმეტრს აღწევს.

სრული არტერიული შუნტირება

სრული არტერიული შუნტირების   ოპერაცია –  შუნტირების უფრო რთულ, ინოვაციურ, მაგრამ ამავდროულად უფრო ეფექტურ  მეთოდად მოიაზრება, რომელიც  მომუშავე გულზე ტარდება, ხოლო შუნტებად ვენების ნაცვლად, იყენებენ არტერიებს.

შუნტირება შესაძლებელია ჩატარდეს მინიინვაზიურადაც(მცირე განაკვეთით), ნმარცხენა ნეკნთაშორისი მიდგომით გამაკვეთის სიგრძე 5-8 სანტიმეტრს არ აღემატება.

ორივე შემთხვევაში ოპერაცია ტარდება ფეხზე განაკვეთის გარეშე, შესაბამისად პაციენტს არ აქვს დამატებითი ჭრილობა აღნიშნულ მიდამოში.

რით განსხვავდება ერთმანეთისგან ვენური და არტერიული შუნტები?

ვენური შუნტირების დროს ვენას ერთი ან ორივე ფეხიდან იღებენ. ზოგადად, ვენაში  წნევა უფრო დაბალია, ვიდრე არტერიაში, შესაბამისად, როცა ვენას არტერიულ პოზიციაში ვაყენებთ, ნაკლებად სიცოცხლისუნარიანი ხდება. თანამედროვე მეთოდით ანუ სრული არტერიული შუნტირებით ჩატარებული ოპერაციის დროს  მხოლოდ გულმკერდის შიგნითა არტერიების მობილიზება ხდება, ფეხიდან ვენის აღება აღარ არის საჭირო. არტერია უფრო მეტხანს ინარჩუნებს პირვანდელ სიმტკიცეს და ელასტიურობას, ამიტომ ამ მეთოდით ჩატარებული ოპერაცია ძალიან ეფექტურია. ოპერაციის შემდგომი პერიოდიც უფრო ხანმოკლეა და არც ფეხზე კეთდება დამატებითი ჭრილობები. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ შემთხვევაში შუნტად გამოყენებულ გულმკერდის არტერიებს პირდაპირ გულზე ვაკერებთ, ვენური შუნტირებისგან განსხვავებით, აორტას არ ვეხებით, რაც თავიდან გვაცილებს მომავალ ნევროლოგიურ გართულებებს.

რა ღირს შუნტირების ოპერაცია?

შუნტირების ოპერაციის ღირებულება შეადგენს 11 500 ლარს.  დაფინანსებაზე მოქმედებს როგორც საყოველთაო, ისე კერძო დაზღვევა.

შუნტირების ოპერაციის შემდეგ:

  • მცირდება უეცარი სიკვდილის და გულის ინფარქტის რისკი;
  • პაციენტი მალევე უბრუნდება მისთვის ჩვეულ, ცხოვრების აქტიურ წესს;
  • ახალი სისხლმომარაგების ფონზე, იზრდება გულის კუმშვადობა;
  • იზრდება პაციენტის სიცოცხლის ხარისხი და ხანგრძლივობა.

შუნტირება და გულის მოვლა ოპერაციის შემდეგ:

  • რეაბილიტაციის პირველი პერიოდის გავლა ჰოსპიტალში ხდება, ოპერაციიდან მეექვსე ეშვიდე დღეს პაციენტი სახლში ეწერება, სადაც რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება. ცხოვრების ჩვეულ რიტმს საბოლოოდ ერთი თვის შემდეგ უბრუნდება;
  • ოპერაციის შემდეგ პაციენტმა  უნდა მიიღოს კონკრეტული პრეპარატები, რომლებიც საჭიროა ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისა და შუნტებში სისხლმომარაგების შენარჩუნებისთვის.

ლევან ქარაზანიშვილის კარდიოქირურგიული გუნდის უპირატესობები:

  • პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური და 20-წლიანი ევროპული გამოცდილების მქონე სპეციალისტები;
  • 15 000-ზე მეტი გულის ოპერაცია;
  • საქართველოში კარდიოქირურგიის მიმართულების ინოვაციური მიდგომების ავტორები;
  • ლევან ქარაზანიშვილი და მისი გუნდი უზრუნველყოფილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით.