ყველა სიახლე

უფასო ონლაინ კარდიოლოგიური კონსულტაციები ემიგრანტებს

ლევან ქარაზანიშვილის უფასო ონლაინ კონსულტაცია ემიგრანტებს

კარდიოქირურგი – ლევან ქარაზანიშვილი უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს უფასო ონლაინ კონსულტაციას ჩაუტარებს.
ჩვენს ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის: შვედეთიდან, უკრაინიდან და იტალიიდან, მუდმივად მოგვმართავენ რჩევისთვის, რადგან მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის პანდემიის გამო, ვერ ახერხებენ კლინიკაში კონსულტაციაზე მისვლას.
კონსულტაციის მსურველებმა აუციელებელია, რომ კითხვები ფეისბუკ გვერდის პირად შეტყობინებებში მოგვწეროთ. ლევან ქარაზანიშვილი, თითოეული თქვენგანის კითხვას ვიდეო კონსულტაციის საშუალებით უპასუხებს, რომელიც ჩვენს ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდება
გისურვებთ ჯანმრთელობას!
#დარჩი_სახლში