ყველა სიახლე

როგორ ჩავეწეროთ ლევან ქარაზანიშვილთან კონსულტაციაზე ონლაინ?

კონსულტაცია კარდიოქირურგთან

ლევან ქარაზანიშვილთან კონსულტაციის მსურველებს  გაცნობებთ, რომ კარდიოქირურგი პაციენტთა მიღებას ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში (მის: თბილისი,  ქინძმარაულის შესახვევი 1) ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად  ჰოსპიტალში უსაფრთხოების  ყველა საჭირო ზომა დაცულია.

კონსულტაციის მსურველებმა აუცილებელია წინასწარ შეავსოთ ონლაინ ვიზიტის დაჯავშნის ფორმა მითითებულ ბმულზე.

ვიზიტის დაჯავშნისას შეგყავთ შემდეგი მონაცემები: პაციენტის სახელი, გვარი, ვიზიტის სასურველი თარიღი, ტელეფონი, ქალაქი (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი). მას შემდეგ, რაც დააწვებით დაჯავშნის ღილაკს, ექიმის ასისტენტი თქვენ მიერ მითითებულ ნომერზე დაგიკავშირდებათ.

კონსულტაციაზე მიიღებიან პაციენტები, რომელებსაც აქვთ გულთან დაკავშირებული ჩივილები, საჭიროებენ გულზე ან/და გულის მკვებავ სისხლძარღვებზე ოპერაციულ ჩარევას.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში,  გთხოვთ, მოგვწერეთ ფეისბუკ გვერდის პირად შეტყობინებებში ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 551 40 88 88.

შეგახსნებთ, რომ ლევან ქარაზანიშვილი ევროპაში 20-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ დაბრუნებული კარდიოქირურგია, რომელიც  სრულ კარდიოლოგიურ, კარდიოქირურგიულ სერვისს სთავაზობს პაციენტებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.